ჯასტინ მაკკენზი სმიტი – ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ

14:50, 21.12.2019

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი მხარდაჭერას უცხადებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს.

ამის შესახებ ელჩი მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექიმ გაფრინდაშვილს და მის ოჯახს.

ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა იგი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ“, – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.

მსგავსი