ჯასტინ მაკკენზი სმიტი - ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში კიდევ იქნება გზავნილები
ჯასტინ მაკკენზი სმიტი - ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში კიდევ იქნება გზავნილები

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი აცხადებს, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მილოცვის გზავნილები დიდი ბრიტანეთიდან უახლოეს დღეებში კიდევ იქნება.

ბრიტანეთის მთავრობას ინაუგურაციაზე ელჩი წარმოადგენს.

„ბრიტანეთის მთავრობამ  არჩეულ პრეზიდენტს  გამარჯვება მიულოცა. მე ვფიქრობ, უახლოეს დღეებში კიდევ იქნება გზავნილები არჩეული პრეზიდენტის მიმართ. კვირას ინაუგურაციაზე ბრიტანეთის მთავრობას მე წარმოვადგენ“, – განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება  დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა 29 ნოემბერს მიულოცა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

დატოვე კომენტარი