ჯასთინ მაკკენზი – გვახსოვს ადამიანები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა
გვახსოვს ადამიანები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასთინ მაკკენზი სოციალურ ქსელ „თვითერში“, 9 აპრილთან დაკავშირებით დაწერა.
ჯასთინ მაკკენზი სმითმა მიკრობლოგში 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
„ვუერთდებით ქართველ ხალხს. გვახსოვს ის ადამიანები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა, ჩვენ გვახსოვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“ – დაწერა ბრიტანეთის ელჩმა.
9 აპრილი / 9 April 1989.
ვუერთდებით ქართველ ხალხს, გვახსოვს ისინი ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა.
We join with people of #Georgia in commemorating those who gave their lives for freedom. We remember struggle for independence. pic.twitter.com/LAW6gFMasS
— Justin McKenzieSmith (@JustinMcKenzieS) 9 April 2019