ჯასტინ კლუივერტი რასისტების ციხეში ჩასმას ითხოვს
ჯასტინ კლუივერტი რასისტების ციხეში ჩასმას ითხოვს

„რომას“ ფორვარდმა ჯასტინ კლუივერტმა გამოთქვა აზრი, რომ რასისტები აუცილებლად ციხეში უნდა ჩასვან. ჰოლანდიელმა ეს განცხადება სერია A-ში მომხდარი რამდენიმე რასისტული სკანდალის შემდეგ გააკეთა.

„ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში რასისტულ კომენტარებს ტოვებენ, სავარაუდოდ, ციხეში უნდა ხვდებოდნენ. ეს უნდა შეწყდეს. პირადად მე არ ვიცი, როგორ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. უნდა გაუქმდეს სოციალურ ქსელებში ანონიმურობა, რათა გასაგები იყოს, ვინ წერს ამა თუ იმ შეტყობინებას. იმედია, ასეც იქნება“, – განუცხადა კლუივერტმა „სქაი სპორტს“.