ჯასინდა არდერნი ბოლო ასწლეულის განმავლობაში ახალი ზელანდიის ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრია
ჯასინდა არდერნი ბოლო ასწლეულის განმავლობაში ახალი ზელანდიის ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრია

ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი ბოლო ასწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, „ნიუსჰაბ-რეიდის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ​არდერნის მიერ „კოვიდ-19“-თან გამკლავებისთვის გატარებული ღონისძიების ფონზე, პრემიერ-მინისტრის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა.

კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში ჩატარებულმა პირველმა საჯარო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჯასინდა არდერნს და მის პოლიტიკურ პარტიას მოსახლეობის 56.5 პროცენტი უჭერს მხარს. ახალი ზელანდიის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნებისმიერი პარტიისთვის. თავად ჯასინდა არდენის რეიტინგი ახლა 59.5 პროცენტია, რაც ბოლო მონაცემებთან შედარებით 20-პროცენტიანი ზრდაა. ეს „ნიუსჰაბ-რეიდის“ კვლევების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის. ამასთანავზე ახალ ზელანდიის პარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის რეიტინგი 12 პროცენტით დაეცა და ახლა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს.

მოსახლეობის 92 პროცენტი ასევე მხარს უჭერს ქვეყნის მიერ მიღებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომებს. ახალი ზელანდია ერთ თვეზე დიდხანს იმყოფებოდა შეზღუდვების „მეოთხე დონის“ პირობებში. ქვეყანაში უკვე დაწყებული ამ შეზღუდვების შემსუბუქება.

ჯასინა არდერნი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრია, ის ასევე ქვეყანაში მესამე ქალი პრემიერია. ახალი ზელანდია მსოფლიო მასშტაბით კორონავისუთან გამკალვების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება. ახალ ზელანდიაში ინფიცირების 1 499 შემთხვევა ფიქსირდება მათგან 21 გარდაიცვალა.