„ჯარის ბანაკის“ მონაწილე ლუკა ტაბატაძე - ის კარგი დამოკიდებულება, რაც ქართული ჯარის მიმართ მქონდა, „ჯარის ბანაკმა“ კიდევ უფრო ამიმაღლა და მეტი სურვილი გამიჩნდა, ჯარისკაცი ვიყო
„ჯარის ბანაკის“ მონაწილე ლუკა ტაბატაძე - ის კარგი დამოკიდებულება, რაც ქართული ჯარის მიმართ მქონდა, „ჯარის ბანაკმა“ კიდევ უფრო ამიმაღლა და მეტი სურვილი გამიჩნდა, ჯარისკაცი ვიყო

ის კარგი დამოკიდებულება, რაც ქართული ჯარის მიმართ მქონდა, „ჯარის ბანაკმა“ კიდევ უფრო ამიმაღლა და მეტი სურვილი გამიჩნდა, ჯარისკაცი ვიყო, – ამის შესახებ „ჯარის ბანაკის“ მონაწილემ, ლუკა ტაბატაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ. ყველაზე მეტად მომწონს საველე მომზადება, საცეცხლე მომზადება, პირველი სამედიცინო დახმარება და აგრეთვე, გამოკვეთილად მომეწონა რუკებზე მუშაობა, ტოპოგრაფია, რაც არა მარტო ჯარის ფარგლებში გვეხმარება, არამედ, ზოგადად, ნებისმიერ დროს შეიძლება, გამოგვადგეს“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი თქმით, ბანაკის გავლის შემდეგ მოსწავლეს მეტი წარმოდგენა აქვს, რა ხდება და როგორ გადის მზადებას ჯარისკაცი, მაგრამ, სამწუხაროდ, პროგრამა ექვსდღიანია და ისურვებდა, ბანაკი შედარებით ხანგრძლივი ყოფილიყო, რასაც ყველა მოსწავლე აღნიშნავდა.

„ყველას, ვინც ბანაკში იყო წამოსული, სურდა უფრო მეტის ხილვა და მეტის გაგება. ყველას სურდა, შედარებით მეტი წაეღოთ ბანაკიდან, რაც ჯარის მიმართ განწყობას აამაღლებდა“, – განაცხადა ლუკა ტაბატაძემ.