ჯარი ქართული წარმოების მაიონეზით მომარაგდება
ჯარი ქართული წარმოების მაიონეზით მომარაგდება

ჯარი ქართული წარმოების მაიონეზით მომარაგდება. კონსოლიდირებულ ტენდერში შპს „ტენდერი 123“-მა გაიმარჯვა, რომელიც პროდუქციას შპს „სანს ჯგუფისგან“ მიიღებს. აღნიშნული კომპანია კი მაიონეზის ადგილობრივი მწარმოებელია.

ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 211 ათასი ლარი იყო. „ტენდერი 123“-მა კი სახელმწიფოს პროდუქციის მიწოდება ყველაზე დაბალ ფასად, 198 ათას ლარად შესთავაზა.

ტენდერში კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა. შპს „ნატურალ+“-ის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მაიონეზის შემოტანა რუსეთიდან, სს „ნიჟნი ნოვგოროდ ინთეგრეითედ ფატ ენდ ოილ პლანტის“ საწარმოდან იგეგმებოდა. შპს „დაფნა“ კი სახელმწიფოს აზერბაიჯანში წარმოებულ მაიონეზს სთავაზობდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან პროდუქციას შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ გარდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც მიიღებს.