ჯარედ კუშნერი – ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას გერმანიასთან, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევათანხმოთ ჩვენი პოზიციები და მოვემზადოთ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის
სტივ უიტკოფთან ერთად დღეს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და მის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ გიუნტერ საუტერთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სტივ უიტკოფთან ერთად მან ევროპელ კოლეგებს ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრის შესახებ ცნობები მიაწოდა.
კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად ის ევროპელ ლიდერებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციას განაგრძობს.
„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ჩინეთში დონალდ ტრამპის მიერ გამართული მოლაპარაკებებისა და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის უახლესი ძალისხმევის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას გერმანიასთან, უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევათანხმოთ ჩვენი პოზიციები და მოვემზადოთ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის. კანცლერი მერცი უკრაინაში მშვიდობისა და გაძლიერებული ევროატლანტიკური ალიანსის ძლიერი დამცველია. ჩვენ მადლიერები ვართ მისი ლიდერობისთვის, კონსტრუქციული ჩართულობისთვის და მჭიდრო პარტნიორობისთვის, როდესაც ერთად ვმუშაობთ ამ საშინელი ომის დასრულებისა და უკრაინისა და ევროპისთვის უსაფრთხო და აყვავებული მომავლის მშენებლობისთვის“, – წერს ჯარედ კუშნერი.
ცნობისთვის, დღეს ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირის წევრები ქვეყნების ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი.
.@SEPeaceMissions and I had a very productive meeting today with German Chancellor @_FriedrichMerz and his National Security Advisor Günter Sautter.
We updated them on @realDonaldTrump discussions in China and the latest efforts to achieve a just, lasting and durable peace in Ukraine.
We continue to work in close coordination with Germany, Ukraine and our European partners to align our positions and prepare for the next round of negotiations.
Chancellor Merz is a strong advocate for peace in Ukraine and a strong Euro-Atlantic alliance. We are grateful for his leadership, constructive engagement, and close partnership as we work together toward our shared goal of ending this terrible war and building a secure and prosperous future for Ukraine and Europe.
— Jared Kushner (@jaredkushner) November 19, 2026