ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, 17 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

15:51, 14.08.2019

17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 17/08/2019 თბილისი-Black Sea Arena-ბათუმი-Black Sea Arena-თბილისი #884/883 გასვლა,თბილისი -12:40;  ჩასვლა,Black Sea Arena-17:25 ; ჩასვლა,ბათუმი-18:23 გამოსვლა,ბათუმი-23:50 ჩამოსვლა,Black Sea Arena- 00:38;  ჩამოსვლა,თბილისი-05:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია : Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ვებ გვერდებზე : Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც.

მსგავსი