ჯანო ანანიძე სპარტაკის საერთო ჯგუფში დაბრუნდა
ჯანო ანანიძე სპარტაკის საერთო ჯგუფში დაბრუნდა

მოსკოვის „სპარტაკმა“ ცსკა-სთან დერბის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

პირველად საერთო ჯგუფთან ერთად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ.

ქართველი ფეხბურთელი მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც მარტში მიიღო, სრულად გამოჯანმრთელდა.

მოსკოვის „სპარტაკმა“ ხუთშაბათს, წაგებით დაიწყო ევროპის ლიგის გათამაშება. რუსული კლუბი სტუმრად ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა, რის შემდეგაც, ამ გუნდში მთავარი მწვრთნელის მასიმო კარერას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.