საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საკუთარ „ინსტაგრამში“ ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფეხბურთელს არ დაუკონკრეტებია, სად შეხვდა მსოფლიოს მესამე ჩოგანს.
ამ სეზონში ჯანომ „სპარტაკის“ რიგებში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.