ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიან ივანუშა სილვიო დომენტემ შეცვალა.

სილვიო დომენტეს დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აქტუალური საკითხები, რომლებზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს წლებში ერთობლივად იმუშავებენ.

უწყების ცნობით, სილვიო დომენტეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და როგორც მან აღნიშნა, კარგად იცნობს გამოწვევებს, რომლებიც საქართველოსა და მის მსგავს სხვა ქვეყნებში არსებობს. მან აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

დავით სერგეენკომ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილ წარომადგენელს თანამშრომლობისა და რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მარიან ივანუშამ კი, დადებითად შეაფასა საქართველოს მიმართულება ჯანდაცვის სექტორის განვითარების მხრივ.