ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო - ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ 17 953 ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა 46 130 001 ლარით დააფინანსა
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო - ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ 17 953 ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა 46 130 001 ლარით დააფინანსა

4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ 17 953 ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა 46 130 001 ლარით დააფინანსა.

„4 თებერვალი სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მართავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტების მომსახურება და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

2021 წლის მონაცემებით: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია – 46 130 001 ლარით დაფინანსდა 17 953 ბენეფიციარის 101 825 სამედიცინო შემთხვევა; 8 000 ლარით გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური ლიმიტი“, – აცხადებენ უწყებაში.

კიბოს მსოფლიო დღე, სიმსივნის კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) ინიციატივით, 2005 წლიდან აღინიშნება და დაავადების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და მკურნალობის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება.