ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევნები გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, აირჩიეს ვლადიმერ კახაძე, ხოლო მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით – ზაალ მიქელაძე.

კომიტეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ახალარჩეული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

„განსაკუთრებით დიდია პასუხისმგებლობა ჯანდაცვის კომიტეტისა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ისე რომ წინა ხაზს ჯანდაცვა, სოციალური თემატიკა წარმოადგენს და ამიტომ კომიტეტის მუშაობა იქნება პირდაპირ შემხებლობაში იმ უპირველეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან, რომელთა წინაშეც დგას საზოგადოება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი