ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის 80 მილიონი დოზის სხვა ქვეყნებში გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის 80 მილიონი დოზის სხვა ქვეყნებში გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიესალმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ივნისის ბოლოსთვის სხვა ქვეყნებში 80 მლნ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაგზავნის თაობაზე.

„მისასალმებელია პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და შეერთებული შტატების მიერ აღებული ვალდებულება, ღარიბი ქვეყნებისთვის 80 მილიონი დოზა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გაცემაზე. ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს ერთგულებას გლობალური ჯანდაცვის მიმართ“, – წერს გებრეიესუსი „ტვიტერზე“.

მისივე თქმით, საერთაშორისო „კოვაქს“ პლატფორმის პარტნიორები მედიკამენტების სამართლიან გადანაწილებას მხარს დაუჭერენ.