ჯანლუკა დი მარციო – კვარაცხელია პსჟ-დან არსად არ მიდის #1TVSPORT

11:56, 20.05.2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება – ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ AceOdds-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ქართველი ფეხბურთელი სრულად არის ინტეგრირებული კლუბში და ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თავს სრულყოფილად გრძნობს.

არა მგონია, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის ოდნავი შანსიც მაინც იყოს, რადგან წელიწადნახევრის წინ შეუერთდა და ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

ის ძალიან დიდ გუნდში თამაშობს და შესანიშნავ ფორმაშია. ამიტომ, ამ ეტაპზე მისი წასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“.

მსგავსი