ჯანლუკა დი მარციო - გელაშვილს „სპეცია“ იწვევს, მოლაპარაკება დაწყებულია #1TVSPORT
ჯანლუკა დი მარციო - გელაშვილს „სპეცია“ იწვევს, მოლაპარაკება დაწყებულია #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ მიმდინარე სატრანსფერო სიახლეები მიმოიხილა და იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ „საბურთალოს“ მცველის, ივა გელაშვილის შესაძლო ტრანსფერი დააანონსა.

„სპეცია“ მოლაპარაკებას აწარმოებს „საბურთალოს“ მცველთან, ივა გელაშვილთან. 2001 წელს დაბადებული მცველი ჯერ კლუბისგან უნდა გათავისუფლდეს და შემდეგ ლიგურიულ გუნდთან უფასო სატრანსფერო ხელშეკრულება გააფორმოს“, – ამტკიცებს ჯანლუკა დი მარციო.

22 წლის ივა გელაშვილი ჩეხეთში იზრდებოდა – პრაღის „სლავიას“ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2023-ზე ასპარეზობდა.

გერმანული სამენეჯერო პორტალი transfermarkt-ი ქართველი მოთამაშის ტრანსფერს 500 ათას ევროდ აფასებს. მისი ტრანსფერი ბათუმის „დინამოს“ ეკუთვნის, რომელმაც მცველი ჯერ ბოლნისის „სიონში“ გაუშვა იჯარით, წელს კი – „საბურთალოში“.