ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
„დავასრულებ თუ არა კარიერას 55 წლის ასაკში? დაახლოებით ასე იქნება. დავიწყებ თუ არა სამწვრთნელო კარიერას თამაშის დასრულების შემდეგ? მე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე, რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. 100 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთში დავრჩები. შესაძლოა, ახალ საქმეში ვცადო ბედი, რადგან ფეხბურთზე უკვე ყველაფერი ვიცი. ჩემთვის საინტერესოა ყველაფერი ახლის გაგება“, – განაცხადა 44 წლის ბუფონმა ჟურნალისტ ალფრედო პედულასთან ინტერვიუში.
დღეს ბუფონი „პარმას“ ფეხბურთელია. შარშან სერია B-ში მეკარემ 26 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაუშვა.