ჯანი ინფანტინო - ველოდები, რომ მესი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ილაპარაკა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში ლიონელ მესის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.
„ველოდები თუ არა, რომ მესი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს? მე ველოდები მას მომავალ მსოფლიო თასზე, შემდეგ 2030 და 2034 წლების ტურნირებზეც. იქამდე, სანამ ეს თავად მას სურს“, – მოჰყავს ინფანტინოს სიტყვები ვებგვერდ TyC Sports-ს.
მესი ამჟამად 36 წლისაა.