ჯანი ინფანტინო, შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან გარიცხონ
ჯანი ინფანტინო, შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან გარიცხონ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგებიდან გარიცხონ.

როგორც ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ წერს, ინფანტინოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. მისი ავტორია ადვოკატი ფილიპ რენცი. ის წარმოადგენს კომპანია Sport 7-ის ინტერესებს, რომელიც საფეხბურთო აგენტების არაკანონიერ მოღვაწეობას იძიებს. მათი აზრით, ინფანტინომ ოლიმპიური ქარტიის რამდენიმე ნორმა დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ინფანტინო შვეიცარიაში სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა. კერძოდ, ის ეჭვმიტანილი იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ინფანტინო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია ამა წლის იანვრიდან.