ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით
ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ხალხს ბოლოჯერ შეეძლო.

„მე ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. დარწმუნებული იყავით, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა განახორციელოთ სავალდებულო რეფორმები თქვენივე ქვეყნის მიერ ევროპული ინტეგრაციის არჩეულ გზაზე“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.