სლოვენიის პრემიერი - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად, ეხმარება საქართველოსა და მოლდოვას
სლოვენიის პრემიერი - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად, ეხმარება საქართველოსა და მოლდოვას

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, ჯანეზ იანშას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას იგრძნოს მეგობრების მხარდაჭერა. როგორც პრემიერი აცხადებს, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად ოთხი რამ სჭირდება.

ჯანეზ იანშას აცხადებს, რომ ნატო-სა და ევროკავშირის დღევანდელ სამიტებზე მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც დღეს უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად კეთდება, ასევე ეხმარება საქართველოსა და მოლდოვას.

„ჩვენ ჩავედით კიევში, რომ გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა. არის ოთხი რამ, რაც უკრაინას სჭირდება. ერთი ეს არის იმედი, რომ არ არიან მიტოვებული, მეორე არის თანამედროვე შეიარაღება, მესამე არის ფული ასეთ სიტუაციაში გადასარჩენად, როდესაც ეკონომიკა შეფერხებულია და მეოთხე არის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ამ საკითხებზე კონკრეტული საუბარი გვექნება. ჩვენ გვაქვს ზოგიერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი კოლეგების მიმართ დღეს ნატო-ს და ევროკავშირის სამიტებზე. შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსი აგრესორი სამხედროები ბომბავენ ქიმიურ ქარხნებს და მსგავს დაწესებულებებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი კატასტროფა. მე პირადად არ მჯერა, რომ რუსი სამხედროები გამოიყენებენ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს მიზნობრივად ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. ეს იქნება საკუთარ მუხლებში სროლა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად რომ დაიცვას თავი, ეს ასევე გარკვეულწილად ეხმარება მოლდოვას და საქართველოს. პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, ამ გამოწვევების მიმართ პოლიტიკურ პასუხზე, ვფიქრობ, წინასწარი მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ძალიან სასარგებლოა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას“, – განაცხადა ჯანეზ იანშამ.