ჯანდაცვის სამინიტროსა და „ნესტლეს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ვაქცინების შესყიდვის მიზნით საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
ჯანდაცვის სამინიტროსა და „ნესტლეს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ვაქცინების შესყიდვის მიზნით საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია „ნესტლეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი ვაქცინების შესყიდვის მიზნით, საქართველოსთვის 100 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობის საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი ვაქცინების ფართო და სამართლიანი განაწილებაა. „ნესტლე“ ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის „კიტკეტი“, “ნესკაფე“,  „ნესპრესო“, „ნესკვიკი“ და სხვა. კომპანია მსოფლიოს 186 ქვეყანაში ოპერირებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.