ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების აქცია გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების აქცია გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 50-მდე დევნილი ოჯახი აქციას აგრძელებს.

ისინი 25-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის, სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და შვიდი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მათ შენობის შესასვლელთან გაშლილი აქვთ კარავი.

დევნილები ჯანდაცვის მინისტრეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შენობაში გაძლიერებულია დაცვა.

დატოვე კომენტარი