ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდისგან განკურნებული იყო და საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდისგან განკურნებული იყო და საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა

რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდისგან განკურნებული იყო და საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ,  „მამაკაცი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო“.

„საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩაუტარდა პისიარტესტირება და დაუდგინდა ინფექცია. საკარანტინო-სასტუმრო სივრცეში მასზე მეთვალყურეობას აგრძელდება ექიმი. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ის გაწერეს. შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით შესაბამისად. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გაწერისას ეს პირის შეფასდა ექიმის მხრიდან. ის თავს კარგად გრძნობდა, არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, დროზე ადრე დაეტოვებინა კარანტინის სივრცე, ვინაიდან თავს კარგად გრძნობდა“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე მიჩნეულია გულის უეცარი გაჩერება.

„გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ამ ეტაპზე, შეგვიძლია მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა გოგიტიძემ.