ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით „კოვიდ-19“-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„ამ მიზნით, „ცენტრალური ონალინ კლინიკის“(15-22), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15-05) თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება. „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“, 60 სპეციალისტი – 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. ასევე, 30 ოპერატორით ძლიერდება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზი – 15 05.

გადაწყვეტილების მიხედვით, დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100 მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც, „კოვიდ-19“-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.