ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ადგილები ემატება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ადგილები ემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიური სურათი საყურადღებო რჩება.

​გაბუნიას თქმით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, მაგრამ აქტიური ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი გზა, რომ ავიცილოთ მომდევნო ტალღები.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ადგილები ემატება.

„დაემატა ადგილები, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პედიატრიული ადგილებიც, კიდევ დაემატება და ასევე ემატება კოვიდსასტუმროების ადგილებიც. 6000-ზე მეტია ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები. დაახლოებით 1 000-მდე საწოლი კოვიდსასტუმროებში დაემატა ბოლო ორი დღის განმავლობაში და კიდევ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.