ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარკვეული დრო დასჭირდება პრობლემის მოგვარებას, რათა ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციით ანდროიდის მომხმარებლებმაც ისარგებლონ
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარკვეული დრო დასჭირდება პრობლემის მოგვარებას, რათა ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციით ანდროიდის მომხმარებლებმაც ისარგებლონ

ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციით ანდროიდის მომხმარებლები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება გარკვეულ დროს საჭიროებს.

„აპლიკაცია დღეიდან განთავსებულია როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში. ჯერჯერობით არ იძებნება Google Play store-ში, რადგან საერთაშორისო სერვერებს შორის სინქრონიზაცია საჭიროებს გარკვეულ დროს. თუმცა აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკზე: https://play.google.com/store/apps/details“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სამინისტროში.