ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები დღეიდან ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის! ეს არის ვაქცინაციის მარათონი, რომელშიც ჩართულია საქართველოს 49 სოფელი და რაიონული ცენტრი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩვენი გუნდი 18 ოქტომბრიდან მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობას შეხვდება და 150 000-მდე ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, ადგილზე გაეცნოს კვალიფიციურ ინფორმაციას ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და სურვილის შემთხვევაში, მის სოფელშივე აიცრას.

ჩაერთე მარათონში შენივე სოფლიდან – შენი არჩევანი, აიცრა დღეს, ნიშნავს გადაარჩინო შენი და მინიმუმ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე, იდგე საქართველოს სამსახურში და დაიცვა ქართული სახელმწიფო!“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.