ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 24 საათის განმავლობაში მიუვათ
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 24 საათის განმავლობაში მიუვათ

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდიც.

„წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 24 საათის განმავლობაში მიუვათ.

დღეს, 12:00 საათზე, „ფაიზერზე“ მეორადი რეგისტრაციისთვის ჯავშნებიც გაიხსნა. ვაქცინაციის პროცესში 37 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით. სარეკომენდაციო პერიოდი აცრებს შორის 21 დღეა.

სასურველია, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა შაბათს, 12:00 საათამდე განახორციელონ. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია ავტომატურად იმავე კლინიკაში მოხდება, სადაც მომსახურება პირველ აცრაზე მიიღეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, პირებს ჯავშნის ხელახალი გაკეთების საშუალებაც ექნებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.