ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მონიტორინგი ორი კვირაა, რაც მიმდინარეობს და მის შედეგად გადამოწმდა 30 კლინიკა, დაიწერა 20-მდე ოქმი.

მათივე ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა როგორც რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში, ისე დედაქალაქის კლინიკებში. სამ შემთხვევაში დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც.

„გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. აგრეთვე კლინიკების სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ.

ზაალ კაპანაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელიც კლინიკებში დაფიქსირდა დარღვევები.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 2800-მდე სამედიცინო დაწესებულებაა რეგისტრირებული.