ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ
ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციის საიტზე booking.moh.gov.ge კვლავ შეფერხებაა. მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ. ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზიდან პირველი პარტია, 28 000 დოზა გვიან ღამით მიიღო.