ჯანდაცვის სამინისტრო – „ნაცმოძრაობის“ ოფისთან პირველადი დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს, 15-ის მდგომარეობა მსუბუქად შეფასდა, ორი გადაიყვანეს კლინიკაში

12:15, 23.02.2021

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა; ორი მოქალაქე კი, გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.

„კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი, სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი