ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილების მიერ შერჩეული თურქული კლინიკისგან ოფიციალურ თანხმობას ელოდება
ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილების მიერ შერჩეული თურქული კლინიკისგან ოფიციალურ თანხმობას ელოდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დუისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეული თურქული კლინიკისგან ოფიციალურ თანხმობას ელოდება, – ამის შესახებ პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კლინიკის წარმომადგენელთან დიალოგი უკვე შედგა.

პაციენტი ამ დროისთვის შესაბამის მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში გადის.

გუშინ მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან ჯანდაცვის სამინისტრომ უარი მიიღო.