ჯანდაცვის სამინისტრო იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებულ მედ-პერსონალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის უშუალოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ მიუმართავთ.

“მიმდინარე წლის 8 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოვიდა პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ თავმჯდომარის თეონა ჰენდერსონის განცხადება, რომელიც შეეხებოდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან 99 თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლებას. საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიმართა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციას შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამინისტროსთვის არ მოუმართავთ არც გათავისუფლებამდე და არც გათავისუფლების შემდგომ.
თუკი კლინიკის თანამშრომლები გათავისუფლებამდე მომართავდნენ სამინისტროს, ეს საშუალებას მოგვცემდა პროცესში მედიაცია ჩართულიყო. ამჯერად ამ ბერკეტის გამოყენება შეუძლებელია და ყოფილ თანამშრომლებს სამართლებრივად ბრძოლის ერთადერთი გზა– სასამართლო რჩებათ”,- აღნიშნულია სასამართლოში.

შეგახსენებთ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმები კლინიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.