ჯანდაცვის სამინისტრო გია თვალავაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო გია თვალავაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ზომებს მიმართავს მის აღმოსაფხვრელად. დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაეყენა სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე არაეფექტურ სისტემურ რეაგირებაში.

დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია.

რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს გია თავლავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-მა სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დღეს დააკავა.