ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას 12:00 საათამდე გაავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას 12:00 საათამდე გაავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას 12:00 საათამდე გაავრცელებენ.

როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტების ნაწილის გაწერის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

ბოლო ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ უწყებამ 21 ივნისის 01:00 საათზე გაავრცელა და ამ ინფორმაციის თანახმად, დაშავებულია 38 სამართალდამცველი, რომელთაგან ოთხი ჰოსპიტალიზებულია, და 17 სამოქალაქო პირი.