ჯანდაცვის სამინისტრო – 22 საგამოცდო ცენტრში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თითო ეკიპაჟი განთავსდება 

17:00, 02.07.2018

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 22 საგამოცდო ცენტრში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თითო ეკიპაჟი განთავსდება.

საგამოცდო ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ახალციხესა და რუსთავში მოქმედებს.

მსგავსი