ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების განაწილებას აკრიტიკებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების განაწილებას აკრიტიკებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების განაწილებას აკრიტიკებს.

გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაში „შოკისმომგვრელი დისბალანსია.“

„რჩება შოკისმომგვრელი დისბალანსი ვაქცინების გლობალურ განაწილებაში. საშუალოდ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, თითქმის ოთხიდან ერთმა ადამიანმა კოვიდ-19-ის ვაქცინა მიიღო, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი 500-დან ერთმა“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გაერო-ს ორგანიზაციის „კოვაქსის“ სქემის თანახმად, მარტის ბოლოსთვის მსოფლიოში მინიმუმ 100 მილიონი დოზა უნდა განაწილებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 38 მილიონი დოზა იქნა მიწოდებული. გებრეიესუსმა ასევე გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც ვაქცინების მიღებას „კოვაქსის“ გვერდის ავლით ცდილობენ.