ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დარწმუნებულია ჩინეთის ხელისუფლების უნარში, შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადჰანომ გებრეიესუსმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს „სინჰუას“ ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეკინში ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველთან ვან ისთან შეხვედრისას დადებითად შეაფასა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ზომები.