ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტასთან“ შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები 1,5-3 დღეში ორმაგდება.

„მუტირებული ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობა მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს გამოწვეულია თუ არა ვირუსის უნარით, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, ან მისი ინტენსიური გადადების უნარით, ან ორივეს კომბინაციით“, – ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ჯერ კიდევ შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონის“ კლინიკური სიმძიმის თაობაზე.

„მეტი მონაცემებია საჭირო, სიმძიმის პროფილის გასაგებად და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია და უკვე არსებული იმუნიტეტი. ჯერ კიდევ შეზღუდულია ხელმისაწვდომი მონაცემები და არ არის განხილული მტკიცებულება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის თაობაზე“, – ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

დატოვე კომენტარი