ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში დაფიქსირდა
This photograph taken on December 7, 2021 shows a sign of the World Health Organisation (WHO) at their headquarters in Geneva. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP)
„კოვიდ-19“-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ვირუსის შემთხვევები დასტურდება, „ომიკრონი“ ვრცელდება მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი“.
„ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ორ-სამ დღეში ორმაგდება. მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკის, გაერთიანებული სამეფოსა და დანიის ადრეული სტადიის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შტამს აქვს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე „დელტას“.
პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 122 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 23 000-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტით არის ინფიცირებული.
As of 23 December 2021, the ##COVID19 Omicron variant had been identified in 110 countries.
In several countries where there is evidence of widespread local transmission, the Omicron variant has become dominant.
👉https://t.co/2qN4jHHrnF https://t.co/Vbh5byKh0N— World Health Organization (WHO) (@WHO) December 24, 2021