ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კვლავ ტედროს ადანომ გებრეისუსის კანდიდატურა წარადგინეს

17:03, 29.10.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორგანიზაციის 28 წევრმა სახელმწიფომ კვლავ ტედროს ადანომ გებრეისუსის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფომაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტედროს ადანომ გებრეისუსი დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის არჩევნები 2022 წლის მაისშია დაგეგმილი. ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. ის პირველი აფრიკელია, რომელიც ამ პოსტზე აირჩიეს.

მსგავსი