ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოცემა „თაიმის“ 2020 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოცემა „თაიმის“ 2020 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ედჰენომ გებრეიესუსი გამოცემა „თაიმის“ 2020 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორისაა. ტედროს ედჰენომ გებრეიესუსი ეთიოპიელი ბიოლოგია, რომელიც ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

„თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ბევრია ექიმი. მაგალითად, გერმანელი ინფექციონისტი კამილა როთი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დადგენაში, რომ „კოვიდ-19“-ის უსიმპტომო ადამიანებისგანაც ვრცელდება. ასევე, მედდა ნიუ იორკიდან, ემი ოსულივანი, რომელიც ნიუ ორკში „კოვიდ-19“-ით დაღუპულ პირველ პაციენტს მკურნალობდა, რის შემდეგაც თავადაც დაინფიცირდა.

„თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა, ამერიკის წამყვანი ვირუსოლოგი და ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი. წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში არიან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტაივანის პრეზიდენტი ცაინ ვენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.