ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს.

ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ ბენ ემბარკმა საზოგადოებას ქალაქ უჰანში ვიზიტის დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ემბარკის თქმით, ჯგუფმა ჯერ ვერ იპოვა იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ უჰანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები დეკემბრამდე ფიქსირდებოდა.

ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიაც ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევები უჰანამდე სხვა ქალაქშიც ფიქსირდებოდა.

ექსპერტთა ჯგუფი ჯერ კიდევ იკვლევს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან გავრცელდა.