ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეკომენდაციის თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ანტივირუსული პრეპარატი დადებითად მოქმედებს კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობაზე.

მათივე თქმით, „რემდესივირი“ არ აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას და დაავადების სიმძიმეზე დადებითად არ მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი, ვინც „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ „რემდისევირს“ იღებდა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, რომელსაც კორონავირუსი ოქტომბრის დასაწყისში დაუდგინეს.