ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ვაქცინის შერევისგან თავშეკავებისკენ ცალკეულ მოქალაქეებს მოუწოდეს და არა ჯანდაცვის უწყებებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ვაქცინის შერევისგან თავშეკავებისკენ ცალკეულ მოქალაქეებს მოუწოდეს და არა ჯანდაცვის უწყებებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინების შერევისგან თავშეკავებისკენ ინდივიდებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს.

„ცალკეულმა პირებმა დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს კი ეს შეუძლიათ. სხვადასხვა ვაქცინის შერევასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს ველოდებით. საჭიროა, შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება“, – აცხადებს სვამინათანი.

სუმია სვამინათანმა ვაქცინების შერევისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, ქაოსური სიტუაცია შეიქმნება, თუ ქვეყნებში მოქალაქეები დამოუკიდებლად მიიღებენ ვაქცინების შერევის გადაწყვეტილებას.