ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სინოვაკთან“ დაკავშირებით მწარმოებლისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სინოვაკთან“ დაკავშირებით მწარმოებლისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი არნო დიდიელორენი აცხადებს, რომ „სინოვაკის“ ვაქცინის მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს და პასუხს ელოდებიან.

მისივე თქმით, ეს მონაცემების შეფასების პროცესის ნაწილია.

„ჩვენ დავიწყეთ „სინოვაკისგან“ მიღებული ანგარიშის შესწავლა. ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლისგან და ველოდებით პასუხს. ეს არის მონაცემების შეფასების პროცესის ნაწილი. ჩვენ გვქონდა მიზეზი, მოგვეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, ვიხილავთ მას, რომ გავცეთ რეკომენდაცია ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არნო დიდიელორენმა.