ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროებით შეჩერებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მიუხედავად ვაქცინის აუცილებლობისა, უსაფრთხოების საკითხებში დათმობებზე წასვლა დაუშვებელია.

„ის, რომ სისწრაფეზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს, რომ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ან გვერდი ავუაროთ იმას, რასაც ჩვეულებრივ გარემოებებში აუცილებლად გადავამოწმებდით. ეს პროცესი უნდა ჩატარადეს მკაცრი წესების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს იმ წამლების და ვაქცინების უსაფრთხოების შემოწმება, რომლებსაც ხალხს ვაწვდით“,- განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სოუმია სვამინათანმა.