ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ მაიკ პომპეოს კომენტარი სპეკულაციაა
ჯანდაცვის ორგანიზაცია მსოფლიო აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან გაკეთებული კომენტარები ახალი კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელებასთან დაკავშირებით სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და სპეკულაციურია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტიკული სიტუაციების მთავარი ექსპერტი, ექიმი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მსგავსი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მიუღია.
„ჩვენ აშშ-ის მთავრობისგან ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით არავითარი კონკრეტულ მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულება არ მიგვიღია. ჩვენი ხედვაა, რომ ეს ისევ სპეკულაციაა. თუ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, მაშინ აშშ-ის გადასაწყვეტი იქნება, ვის და როდის გაუზიარებენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ მეცნიერებზე დაყრდნობით ინარჩუნებს პოზიციას, რომ „კოვიდ-19“ ბუნებრივი წარმომავლობისაა.